2019-11-08 19:00:43
კინოთეატრ "ამირანთან" პოლიციელებმა ერთი პირი დააკავეს

"ამირანთან" მიმდინარე აქიაზე სადაც ფილმის ჩვენებას აპროტესტებენ ერთი პირი დააკავეს.  დაკავებულის თქმით მან არ იცის მიზეზი, თუ რატომ მოხდა მისი დაკავება.

"ვიდექი ჩემთვის მომკიდეს ხელი და ჩამომიყვანეს" - აცხადებს დაკავებული.

კინოთეატრ „ამირანთან“ „ქართული მარში“ და მათი თანამოაზრეები აქციას მართავენ, ისინი ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ფილმის ჩვენების შეწყვეტას ითხოვენ. აქციაზე ისმის შეძახილები „სირცხვილია, სირცხვილი“.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

აქციები ასევე იმართება ბათუმში და თბილისში მდებარე სხვა კინოთეატრებთანაც.

ამავე თემაზე