2019-11-08 14:45:38
არავითარი დანაშაული, თაღლითობა არ არსებობს. ეს ცალკე აბსურდია, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ საკუთარი ბანკი მოატყუეს - კორძაძე

არავითარი დანაშაული, თაღლითობა არ არსებობს. ეს ცალკე აბსურდია, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ საკუთარი ბანკი მოატყუეს - ამის შესახებ საქალაქო სასამრთლოში მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ განაცხადა. 

„დღევანდელი სხდომა წინა სასამართლო სხდომის მოსამართლემ ჩანიშნა. არსებითი განხილვის მოსამართლემ თქვა, რომ დღეს სხდომები აქვს, ამიტომ გადაიდო 2 დეკემბრისთვის. 2 დეკემბერს, პროკურატურისა და ჩვენს მიერ შესავალი სიტყვები იქნება წარმოთქმული.

შესავალ სიტყვაში იმ არგუმენტების შესახებ გვექნება საუბარი, რომლითაც ვაპირებთ დავამტკიცოთ, რომ არავითარ „ფულის გათეთრებას“ ადგილი არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. ეს არის ძალიან მარტივი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა, სასესხო ურთიერთობა, რაც დაადასტურეს ასევე იმ უცხოელმა მოწმეებმა, რომელებიც ჩვენ გამოვკითხეთ. ეს იქნება ჩვენი ხაზი, ტაქტიკა. არავითარი დანაშაული, თაღლითობა არ არსებობს. ეს ცალკე აბსურდია, რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ საკუთარი ბანკი მოატყუეს და ამის შემდეგ „გაათეთრეს ფული", - განაცხადა კორძაძემ.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000-700 000- ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.   

ამავე თემაზე