2019-11-08 14:46:39
ვინც მზადაა იყოს პრინციპული და არ დაუჭიროს მხარი უზენაესი სასამართლოს ოკუპაციას, ყველასთან ვისაუბრებთ, რომ კონსოლიდირება მოვახდინოთ კენჭისყრის დღისთვის-ეკა ბესელია

მინდა მივმართო ყველა ჩემ კოლეგას პარლამენტში, კარგად გაიაზრონ რას მოემსახურება მათი ხმა - ქვეყნის მომავალს თუ უბედურებას და დაბრუნებას იმ უბედურ წარსულში, - აცხადებს დამოუკიდებელმა დეპუტატი ეკა ბესელია.

ბესელიას თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებამ ცხადყო, რომ წარმოდგენილი სიიდან, 20-კაცს უნდობლობა უნდა გამოუცხადონ. 

„სურათი ასეთია, რომ მოსამართლეთა დიდი ნაწილი, 20-დან 15 მოქმედი მოსამართლე, რომელიც სამოსამართლეო საქმიანობას ახორციელებდა, ვერ უძლებს კრიტიკას და ვერანაირ სტანდარტს კომპეტენციის და კეთილსინდისიერების კუთხით. ერთი-ორი იშვიათი გამონაკლისის გარდა კომპეტენციის ნაწილშიც არის უმძიმესი სურათი. ამ პროცესმა აჩვენა რომ შერჩეულია იუსტიციის საბჭოს მიერ არა საუკეთესო კანდიდატები, არამედ მათი უმრავლესობა წარმოადგენს მოსამართლეთა ვიწრო ჯგუფთან, კლანთან დაახლოებულ პირებს. მინდა მივმართო ყველა ჩემ კოლეგას პარლამენტში, კარგად გაიაზრონ ქვეყნის და მომავლის წინაშე მათი ხმა რას მოემსახურება - ქვეყნის მომავალს თუ უბედურებას და დაბრუნებას იმ უბედურ წარსულში. ამიტომ ეს არის უმძიმესი და ურთულესი არჩევანი, რომელიც მალე უნდა გააკეთოს ყველამ“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, დღეიდან იწყებს კონსულტაციებს ყველასთან და არ აპირებს მშვიდად დაელოდოს კენჭისყრის დღეს.

"ვინც მზადაა იყოს პრინციპული და არ დაუჭიროს მხარი უზენაესი სასამართლოს ოკუპაციას, ყველასთან ვისაუბრებთ, რომ კონსოლიდირება მოვახდინოთ კენჭისყრის დღისთვის, რათა იგრძნოს პარლამენტის უმრავლესობამ საზოგადოების მკვეთრად უარყოფითი განწყობა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამავე თემაზე