2019-11-08 14:35:23
წარმოუდგენელია დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა ქვეყანაში, სადაც არიან უბინძურესი მოსამართლეები და დაწყევლილი იუსტიციის უმაღლესი საბჭო - გოგიჩაიშვილი 

წარმოუდგენელია დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა ქვეყანაში, სადაც არიან უბინძურესი მოსამართლეები და დაწყევლილი იუსტიციის უმაღლესი საბჭო - ამის შესახებ განცხადება, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესში იყო, რომ ჩინჩალაძე ქურდულად გაეხადა უზენაესი სასამართლოს წევრი.

"პროცესი, რომელიც წარიმართა საქართველოს პარლამენტში, არის იმ ბრძოლის მონაპოვარი, რომელსაც შარშან 10-კაციანი სიის ჩაგდებით მივაღწიეთ. იცით, რომ "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობას უნდოდა ჩინჩალაძე ქურდულად გაეხადა უზენაესი სასამართლოს წევრი. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ინტერესში. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ პროცესის მთავარი ორგანიზატორია ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ადეიშვილის და სააკაშვილის მემკვიდრეობა გადმოიფორმა სასამართლოსა და პროკურატურაში ამ ძალიან ბინძური მოსამართლეების სახით. ამ ბინძურ მოსამართლეებს აქვთ საკუთარი სახელები და გვარები - ჩინჩალაძე, მურუსიძე, ალანია, ჯეირანაშვილი და ა.შ. რომლებიც წლების განმავლობაში სააკაშვილს უქმნიდნენ სისხლიან რეჟიმს, სადაც ადამიანები წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყვნენ, ასევე ქონების ჩამორთმევის და ძალიან ცუდი დამოკიდებულების სახელმწიფოს მხრიდან. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილმა ეს სისტემა გადმოიბარა და ამის გასაღება უნდა, როგორც თანამედროვე, დამოუკიდებელი სასამართლოსი. წარმოუდგენელია ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა, სადაც ჩემი აზრით, არის უბინძურესი მოსამართლეები და დაწყევლილი იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომლებიც წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ ადეიშვილს.

დამოუკიდებელი დეპუტატი, ასევე  მოუწოდებს საზოგადოებას, რომ მობილიზაცია გავაკეთოთ იმისათვის, რომ ძალიან სერიოზული ფასი გადაიხადოს "ქართულმა ოცნებამ", თუ ის აპირებს ამ ადამიანების უზენაესი სასამართლოს წევრებად გაყვანას.

მოვუწოდებ საზოგადოებას, სერიოზული მობილიზაცია გავაკეთოთ იმისათვის, რომ ძალიან სერიოზული ფასი გადაიხადოს "ქართულმა ოცნებამ", თუ ის აპირებს ამ ადამიანების უზენაესი სასამართლოს წევრებად გაყვანას. უნდა დავიწყოთ პროცესი და ადამიანებს შევეკითხოთ, რამდენად ემხრობიან ისინი უვადოდ მოსამართლეების არჩევის ინსტიტუტს. ასევე მოსამართლეებმა უნდა იცოდნენ, რომ მთავარი საარჩევნო ხაზი გაივლის მათ წინააღმდეგ და მომავალი პარლამენტის ამოცანა უნდა იყოს, რომ თუ ეს მოსამართლები აღმოჩნდებიან უზენაეს სასამართლოში, პარლამენტმა უნდა დაიწყოს მათ წინააღმდეგ იმპიჩმენტი 2020 წელს, თუ დღეს არ გვეყოფა ძალა. ასევე, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ეს სია ჩავარდეს, რადგან ეს არის ბოროტების სია, რეჟიმის სია და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული სია, ეს არის მცდელობა, რომ ამ ქვეყანაში ისევე დამკვიდრდეს ერთმმართველობა, როგორიც სააკაშვილს ჰქონდა იმ 9 წლის განმავლობაში. დღეს ჩვენი დემოკრატია გადის ამ სიაზე",- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ამავე თემაზე