2019-11-08 11:02:13
მე უბრალოდ გამოვიქეცი იქედან იმიტომ, რომ აღარ მინდოდა ეს უბედური ცხოვრება - დავით შუბლაძე

ლევან აკინი 2013 წელს თბილისში განვითარებული მოვლენების ერთ ერთ მონაწილეს ესაუბრება, რეჟისორის თქმით "და ჩვენ ვიცეკვეთ" სწორედ 17 მაისის მოვლენების შთაგონებით შეიქმნა. დავით შუბლაძეს საქართველოს დატოვება მოუწია. საკუთარ თავს გადამხდარი ისტორიის ინსპირაციის შექმნილი ფილმი ნიუ ორკში ნახა.

"ერთ ერთი თანაორგანიზატორი ვიყავი იმ მოვლენების და უფრო ასე ვთქვათ მტკივნეულად აღვიქვი ეს მთლიანად იმიტომ, რომ ბევრი ადამიანი დღესდღეობით, კიდევ ცხოვრობს ამ გარემოში, უწევთ ამ ყველაფერთან გამკლავება, ამ ყველაფრის დამალვა, მე უბრალოდ გამოვიქეცი იქედან იმიტომ, რომ აღარ მინდოდა ეს უბედური ცხოვრება." - ამის შესახებ განცხადება, უფლებადამცველმა აქტივისტმა დავით შუბლაძემ გააკეთა. 

„ამერიკის ხმა“, ფილმის ქართული წარმომავლობის შვედ რეჟისორს ნიუ-იორკში ესაუბრა. ნიუ-იორკის ლგბტქ კინოფესტივალზე, კინოსურათის პრემიერა 26 ოქტომბერს გაიმართა. პრემიერის შემდეგ, მაყურებელსა და რეჟისორს შორის, ვრცელი საუბარი გაიმართა. ლევან აკინმა ფილმის შესახებ, ფესტივალის სტუმრების კითხვებს უპასუხა და გადაღებებისას, საქართველოში შექმნილი წინააღმდეგობების შესახებ ვრცლად ისაუბრა. ფესტივალის წარმომადგენლის კითხვაზე, დაუჭირა თუ არა მხარი საქართველომ ფილმს, რეჟისორი პასუხობს, რომ - არა.

"გადაღებებისას როგორღაც ფილმის რეალური სიუჟეტის შესახებ, ინფორმაცია გავრცელდა და მუქარები მივიღეთ. სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი მუქარები, პრობლემები შეგვექმნა მაშინაც, როცა ფილმისთვის მოცეკვავეს ნაციონალურ ანსამბლში ვეძებდით, ღელმძღვანელს მოვუყევი ფილმის შესახებ, რომ სიუჟეტი ორი ბიჭის სიყვარულის ამბავზეა. რატომ ბიჭები? რატომ უყვარდებათ ბიჭებს ერთმანეთი? ეს რა ისტორიაა? მკითხა მან და მითხრა, რომ ქართულ ცეკვაში გეი ადამიანები არ არიან. სხვათაშორის გაეროს კეთილი ნების ელჩი იყო, მაგრამ უკვე აღარ არის დაითხოვეს" - განაცხადა ლევან აკინმა.

ბოლო დროის ერთ-ერთმა ყველაზე გახმაურებულმა ქართულენოვანმა, შვედურ-ფრანგულმა ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“, „ნიუფესტზე“ ორ კატეგორიაში გაიმარჯვა. ის შვედეთის სახელით, ოსკარზე მიემგზავრება. რა სირთულეები წარმოიქმნა ფილმზე მუშაობისას საქართველოში და როგორ ჩაიარა ფილმის ნიუ-იორკულმა პრემიერამ?

ამავე თემაზე