2019-11-07 12:50:38
სახალხო დამცველმა საგამოძიებო უწყებებს მიმართა, სასულიერო პირების შესახებ განცხადებებზე გამოძიება დაიწყოს

სახალხო დამცველი მოითხოვს, გამოძიება დაიწყოს სასულიერო პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე, სასულიერო პირების მხრიდან, სექსუალური ხასიათის ქმედებების იძულების ფაქტების შესახებ. როგორც ნინო ლომჯარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სასულიერო პირები მიანიშნებენ, რომ მსგავსი ტიპის დანაშაული შესაძლებელია,  არასრულწლოვნების მიმართაც იყოს ჩადენილი. ომბუდსმენის განცხადებით, მან უკვე მიმართა საგამოძიებო უწყებებს.

„გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ნიშნებს. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება თითოეულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ასევე მოვუწოდებ ყველა იმ პირს, რომლისთვისაც ცნობილია ზემოთ აღნიშნული სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, დაუყოვნებლივ მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ომბუდსმენი ასევე, ყველას, მათ შორის სასულიერო პირებს მოუწოდებს, დაუკავშირდნენ სახალხო დამცველს და მიაწოდონ მათთვის ცნობილი ინფორმაცია. ომბუდსმენი ინფორმაციის მფლობელებს კონფიდენციალურობის დაცვის პირობებს აძლევს.

ამავე თემაზე