2019-11-06 13:18:15
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ისეთი საკითხებით მანიპულირება და დემონსტრირება, რომელიც საზოგადოების მასობრივ აღშფოთებას გამოიწვევს - ოხანაშვილი And Then We Danced-ზე

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ისეთი საკითხებით მანიპულირება და დემონსტრირება, რომელიც საზოგადოების მასობრივ აღშფოთებას გამოიწვევს - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა, ფილმის And Then We Danced სეანსის ჩაშლის მუქარასთან დაკაშირებით განაცხადა. მისი თქმით, თუ ვინმე ზღვარს სცდება და არ არის კანონის ფარგლებში, ამით საგამოძიებო ორგანო დაინტერესდება. 

"ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენს საზოგადოებაში არ მოხდეს რაიმე ფორმის ისეთი საკითხებით მანიპულირება და დემონსტრირება, რომელიც საზოგადოების მასობრივ აღშფოთებას გამოიწვევს, რაც არის ძალიან საფრთხილო. თუკი ვინმე ზღვარს სცდება და არ არის კანონის ფარგლებში, მუქარა თუ ა.შ., ამით დაინტერესდება კონკრეტული საგამოძიებო ორგანო". 

ცნობისთვის, ლევან ვასაძე და ჰომოფობიური ჯგუფების სხვა ლიდერები, გურამ ფალავანდიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე, ქართული მარშის მსგავსად, And Then We Danced-ის ჩვენების ჩაშლით იმუქრებიან. გურამ ფალავანდიშვილი, ამბობს, რომ თუ პოლიცია მათ "ხელს შეუშლის" სეანსის ჩაშლაში, პასუხად პოლიციას შეუშლიან ხელს, რომ ფილმის ჩვენების დაცვა ვერ შეძლონ.  

ამავე თემაზე