2019-11-06 12:41:14
ვერანაირი განცხადებები და განსხვავებული პოლიტიკური შეფასებები ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას ვერ შეასუსტებს და მის როლს ვერ დააკნინებს - თალაკავაძე

ვერანაირი განცხადებები და განსხვავებული პოლიტიკური შეფასებები ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას ვერ შეასუსტებს და მის როლს ვერ დააკნინებს - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, როდესაც საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარე არ გამორხავს, რომ ეკლესიის ირგვლივ არსებული პროცესების უკან დგანან იგივე ადამიანები, ვინც წინა შემთხვევებში იყვნენ არეულობის უკან. 

„პატრიარქს და ეკლესიას აქვს ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა. ამ მოვლენების შემდეგ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რეალურად ვინ დგას საქართველოს გვერდით, ჩვენი სახელმწიფოსა და ეკლესიის გვერდით. გამოჩნდნენ ის ძალებიც, რომელთა ინტერესებშიც მაღალი ალბათობით შედის ეკლესიის დისკრედიტაცია, სახელმწიფოს შესუსტება და მისი ინტერესების დაზიანება. არ გამოვრიცხავ, რომ ამ პროცესების უკან დგანან იგივე ადამიანები, ვინც წინა შემთხვევებში იყვნენ არეულობის უკან, ასევე პარლამენტზე მიტანილი ძალადობრივი შეტევისა და პარლამენტის დისკრედიტაციის უკან, რადგან საერთო ხაზი, რაც აქ იკვეთება, არის ის, რომ ქვეყანაში მთავარი ინსტიტუტების დისკრედიტაცია და მათ წინააღმდეგ შეტევის მიტანა აერთიანებს ამ მოვლენებს. ვერანაირი განცხადებები და განსხვავებული პოლიტიკური შეფასებები თუ განსხვავებული რაკურსების გამოკვეთა ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას ვერ შეასუსტებს და მის როლს ვერ დააკნინებს, ეს არის ცალსახა", - განაცხადა თალაკვაძემ. 

 

ამავე თემაზე