2019-11-06 12:31:14
რატომ უნდა მივიდე, სადაც არ ვარ დაბარებული? - პრეზიდენტი პროკურატურაში მისვლაზე

რატომ უნდა მივიდე, სადაც არ ვარ დაბარებული? - ასე პასუხობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა მედიის კითხვას, გამოცხადდება თუ არა პროკურატურაში.  როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის არ არის დაბარებული საგამოძებო უწყბეაში და შესაბამისად, მისვლას არ აპირებს. 
„რატომ უნდა მივიდე, სადაც არ ვარ დაბარებული? არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ არანაირი კითხვაც არ არის. ამ შეჩერებას შევაჩერებ, როგორც კი ვიქნები მზად და შესწავლილი მექნება საქმეები. იმ აჟიოტაჟის ფონზე, რაც წინა შეწყალებაზე ატყდა, გამიგებთ, ალბათ, რომ მჭირდება დრო ვიფიქრო და არანაირი შეცდომა არ დავუშვა, რომელიც საზოგადოებისთვის გაუგებარი გახდება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.მორატორიუმი არის დროებითი აქტი, რომლის გამოცემის სრული უფლება გამაჩნია.  რატომ უნდა მივიდე, სადაც არ ვარ დაბარებული? - პრეზიდენტი პროკურატურაში მისვლაზე  

ამავე თემაზე