2019-11-06 11:39:05
მოიქცა ისე როგორც ნებისმიერი თანამედროვე ქალი მოიქცეოდა - თალაკვაძე სოფო კილაძეზე

მოიქცა ისე როგორც ნებისმიერი თანამედროვე ქალი მოიქცეოდა - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯფომარე არჩილ თალაკვაძე დეპუტატ სოფიო კილაძესთან დაკავშირებულ მოვლენებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სახელმწიფო ნებისმიერ ძალადობის მსხვერპლ ქალს მხრდაჭერას უცხადებს.   

"საქართველოს ხელისუფლება ნებისმიერი ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლია, ვუცხადებთ მხარდაჭერას. ხელისუფლება ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ დიდი ნაბიჯებს დგამს და ამ რეფორმებში სოფო კილაძე პირდაპირ იყო ჩართული შესაბამისად, მოიქცა ისე როგორც ნებისმიერი თანამედროვე ქალი მოიქცეოდა - მიმართა სახელმწიფო სტრუქტურებსს და მიიღო ის მხარდაჭერა, რასაც ასეთ დროს კანონმდებლობა განსაზღვრავს", - განაცხადა თალაკავაძემ.  

ცნობისთვის, პარლამენტის ადამინის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ადასტურებს, რომ ყოფილი ქმრის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო და ამის გამო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა. 

ამავე თემაზე