2019-11-06 11:33:24
ბოლო დღეებში ვიხილეთ თავდასხმა საქართველოს ეკლესიაზე და მის ლიდერზე - ზურაბიშვილი ეკლესიის სკანდალზე

თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. ზურაბიშვილმა გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ეკლესიის წიაღში შესაძლო სკანდალურ ფაქტებს ეხება, "ფეიკ ნიუსები" უწოდა.  

„სტაბილურობს გამოწვევები არა მარტო სამხედრო ხასიათისაა: ჩვენ ვხედავთ როგორ ემუქრება დეზინფორმაცია, ცილისწამება და ცრუ ინფორმაცია საზოგადოების ფუნდამენტებს. ასეთი იყო ბოლო დღეების თავდასხმა საქართველოს ეკლესიაზე და მის ლიდერზე. საბედნიეროდ, ასეთ გამოწვევაზე საზოგადოების კონსოლიდირებულმა რეაქციამ დაადასტურა მისი მოწიფულობა და უნარი ასეთ მანიპულაციებს არ დაექვემდებაროს”, - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

 

ამავე თემაზე