2019-11-06 10:30:04
არც ერთ ეპიკისკოპოსს არ უნდა გადაყვეს საქართველოს ეკლესია - გიგი უგულავა

მე მინდა შევახსენო, მიუხედავად იმისა, რომ სადაც ეპისკოპოსია, იქ არის ეკლესია, არც ერთ ეპიკისკოპოსს არ უნდა გადაყვეს საქართველოს ეკლესია”,- ასე ეხმაურება, " ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგი უგულავა საპატრიარქოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. მან ტელეკომპანია “მთავართან” განაცხადა, რომ რაც მეტი პოპულარიზაცია და დევნა განხორციელდება ლგბტ ადამიანების მიმართ, მით უფრო მეტი სკანდალი აგორდება. 

“რამდენსაც ილაპარაკებენ ამ თემაზე, რამდენსაც დევნას დაუწყებენ [ლგბტ ადამიანებს], მით უფრო მეტი სკანდალი იქნება და ელემენტარულად მაგდენი პრაგმატული ტვინიც ხომ უნდა ეყოს ვიღაცას, რომ დაფიქრდეს. აი, რამდენ ფოცხსაც დააბიჯებენ, იმდენი ცხვირში მოხვდებათ. რამდენი ასეთ სისულელეს იზამენ, პარალელურად, იმდენი ზოსიმეს ისტორიები ამოვარდება, ამიტომ რეფლექსია საჭირო, ტვინით და მართლა სულიერებით უნდა მიუდგეს, თუ პიართამაშია, მოდი, ახლა გადავფარავ და ვიღაცებს კინოში მიუვარდები, დამთავრდება ეს ეკლესიისთვის კატასტროფით.

მე მინდა შევახსენო, მიუხედავად იმისა, რომ სადაც ეპისკოპოსია, იქ არის ეკლესია, არც ერთ ეპიკისკოპოსს არ უნდა გადაყვეს საქართველოს ეკლესია, საქართველოს ეკლესია მისი იდენტობის ნაწილია, მერე რა, რომ ის დღეს მძიმე მდგომარეობაშია, მერე რა, რომ ის რუსეთზე დამოკიდებულია დიდწილად, ის ჩვენი ეკლესიაა, და ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები მოვალეები ვართ, ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენი ეკლესია ტაბურეტკებით არ დასდევდეს საკუთარ მოქალაქეებს ”- აცხადებს უგულავა. 

ამავე თემაზე