2019-11-06 10:21:27
თემირლან მაჩალიკაშვილი შემოაკვდათ და არ აღიარებენ, ამაშიც დავწრმუნდი-ნატო ჩხეიძე

მაჩალიკაშვილის საქმე ამ მთავრობას გადაიყოლებს, ვეთანხმები თემირლანის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს.  ქვეყანა გაუძლებს. მყარი იმუნიტეტი აქვს ჩვენს სამშობლოს გაძლებისა - ასე ეხმაურება პარლამენტის წევრი, ნატო ჩხეიძე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გავრცელებულ, ბოლო ინფორმაციებს. 

აღნიშნულ განცხადებას, ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს:

“ამ გაზაფხულზე პარლამენტში სუს-ის ხელმძღვანელთან დახურული შეხვედრა იყო.
მანამდე- მის მოადგილესთან, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში იყო შეხვედრა, ისიც დახურული. ორივეგან, კომიტეტზეც და სესიაზეც ძირითადად მაჩალიკაშვილის საქმეზე იყო მწვავე კითხვები.

სესიისთვის პრეზენტაციაც ჰქონდათ მომზადებული, სქემებით, დიაგრამებით, რუკებით და ფოტომასალით დამშვენებული. საპრეზენტაციო ფილმმა და პასუხებმა უფრო მეტი კითხვა და უნდობლობა გამოიწვია.

მათი სუსტი, არადამაჯერებელი არგუმენტები რომ საზოგადოებას არ მოესმინა, – ეს იყო სესია-კომიტეტის დახურვის მიზეზი, – ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი.

თემირლან მაჩალიკაშვილი შემოაკვდათ და არ აღიარებენ, ამაშიც დავწრმუნდი. ბრალდებულადაც ვერ შერაცხავენ, მტკიცებულებები არ აძლევთ ამის საშუალებას, ამაშიც დავწრმუნდი.

და რა მტკიცებულებებიც მოეპოვებათ, იმას მედიაშიც კი ვერ გაამჟღავნებენ, იმდენად სუსტია;
ამიტომ სახელმწიფოებრივ უსაფრთხოებას ეფარებიან და საზოგადოებას
სესიის დახურვით, დეპუტატებს კი დახურული სესიის გაუთქმელობით გვბლოკავენ.

მაჩალიკაშვილის საქმე ამ მთავრობას გადაიყოლებს, ვეთანხმები თემირლანის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს.  ქვეყანა გაუძლებს. მყარი იმუნიტეტი აქვს ჩვენს სამშობლოს გაძლებისა”-წერს პარლამენტარი.

ამავე თემაზე