2019-11-06 10:13:13
ივანიშვილი საქართველოს ისტორიაში ბიძინა ცრუს სახელით შევა - გუგავა 

ივანიშვილი საქართველოს ისტორიაში ბიძინა ცრუს სახელით შევა - -ამის შესახებ განცხადება, ლეიბორისტული პარტიის წევრმა, გიორგი გუგავამ “ტვ პირველის” ეთერში საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ივანიშვილის მხრიდან ამდენი ტყუილი და ამდენი გადაგდება არ ახსოვს საქართველოს ისტორიას.

”ეს იყო მორიგი გადაგდება. ჩვენ შეგვიძლია აღვნიშნოთ გადაგდების ერთი წლისთავის. ასეთი გადაგდებები, სიცრუით არის სავსე ეს ბოლო წლები. ალბათ, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ისტორიაში ბიძინა ცრუს სახელით შევა, რადგან ამდენი ტყუილი, ამდენი გადაგდება არ ახსოვს საქართველოს ისტორიას. არც ამდენი დაპირება რაც მან განახორციელა”,-ამბობს გიორგი გუგავა.

ამავე თემაზე