2019-11-05 20:14:04
ენით აუღწერელი შეურაცხყოფა მიაყენა იმ ადამიანს, რომლის მამობრივი ზრუნვითა და წყალობითაც ჰქონდა ყველაფერი ამ ცხოვრებაში - ვასაძე პეტრე ცაავაზე (ვიდეო) 

ენით აუღწერელი შეურაცხყოფა მიაყენა იმ ადამიანს, რომლის მამობრივი ზრუნვითა და წყალობითაც ჰქონდა მას ყველაფერი ამ ცხოვრებაში - ბიზნესმენი და პროპუტინური ძალების ლიდერი ლევან ვასაძე, ბოლო დროს საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ვიდეო მიმართვას ავრცელებს.

"გასულ კვირას მთელი საქართველო შემზარავი მოვლენის მომსწრე გახდა. ყოფილმა მეუფე პეტრემ იგივე პაატა ცაავამ, მართმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომაზე მისი მრავალწლიანი უღირსი საქციელის გამო, მისი მღვდელმთავრობის შეჩერების მერე ჟურნალისტების თვალწინ, მთელი ქვეყნის წინაშე გაუგონარი ენით გამოუთქმელი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენი ერის სულიერ მამას და დასწამა მას ცილი იმ ცოდვაში სწორედ, რომლის მიმდევრებიც დუჟმუნდგრები უჭერენ მხარს სწორედ პაატა ცაავას, თან მან ეს ენით აუღწერელი შეურაცხყოფა მიაყენა იმ ადამიანს რომლის მამობრივი ზრუნვითა და წყალობითაც ჰქონდა მას ყველაფერი ამ ცხოვრებაში. მისი ეკლესიამდელი უღირსი ცხოვრების მიუხედავად. პაატას მხარი დაუჭირა სრულიად საქართველოს ლიბერალურმა საჭინკეთმა." - აცხადებ ვიდეო მიმართვაში ბიზნესმენი ლევან ვასაძე.

ამავე თემაზე