2019-11-05 17:04:52
თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების შეწყვეტის გადაწყვეტილება მხოლოდ გაზრდის კითხვებს მთელი პროცესის მიმართ-სულხან სალაძე

თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების შეწყვეტის გადაწყვეტილება მხოლოდ გაზრდის კითხვებს მთელი პროცესის მიმართ, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძემ, თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების შესაძლო შეწყვეტის შეფასებისას განუცხადა.

სალაძის თქმით, საქმის მუდმივად, დაუსრულებლად გამოძიებაში არსებობა, არც ხელისუფლებისთვის და არც გამოძიებისთვის არ უნდა იყოს საინტერესო.

„უნდა დაველოდოთ ოფიცილურად ამ თემაზე განცხადებას და ამ განცხადებას ალბათ, გამოძიება მოაყოლებს გარკვეულ არგუმენტებს, თუ საერთოდ შეწყვეტს გამოძიებას, რატომ იღებს ამ გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ გადაწყვეტილების წინაპირობებთან დაკავშირებით. რასაც ამ საკითხის ირგვლივ ვხედავთ ესაა, ერთი მხრივ ის, რომ შეიძლება ეს არ იყო მარტივად გამოსაძიებელი საქმე და მეორე მხრივ, მუდმივად ამ საკითხს თან გასდევდა კითხვა - შეიძლება ყოფილიყო თუ არა პოლიტიკური წინაპირობა, იმისთვის, რომ ეს საკითხი არ ყოფილიყო სათანადოდ გამოძიებული. პირველ ეტაპზე, რაც ჩვენ უნდა გავიგოთ, ეს არის გამოძიების პასუხი, თუ შეწყდება გამოძიება, რატომ წყდება გამოძიება და არა მხოლოდ ზოგადი შეფსება,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

ამავე თემაზე