2019-11-05 16:20:34
ბენზინს არავინ არ სვამს და სახლში არ მიაქვს, საჭირო იყო და გამოიყენეს - კალაძე მედიას

ბენზინს არავინ არ სვამს და სახლში არ მიაქვს, საჭირო იყო და გამოიყენეს - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, IDF-ის კვლევის იმ ნაწილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, რომლის თანახმად, 2018 წელს მერიის და საკრებულოს შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება გაიზარდა.

​“ყველა ცვლილება, რომელიც ხორციელდება, განპირობებულია და მიმართულია აუცილებლობიდან გამომდინარე. ალბათ ამის საჭიროება იყო, ბენზინს არავინ არ სვამს და სახლში არ მიაქვს, ამის საჭიროება იყო და იქნა გამოყენებული,” – განაცხადა კახა კალაძემ.

ამავე თემაზე