2019-11-05 16:16:53
ცოტა პოზას დაიჭერს, მაგრამ რა თქმა უნდა, შეიწყალებს - რომან გოცირიძე, გიორგი მამალაძის შეწყალებაზე

„დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის დასტურს ელოდება. ცოტა პოზას დაიჭერს, მაგრამ რა თქმა უნდა, შეიწყალებს“, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე წმინდა სინოდის მიერ პრეზიდენტისადმი მიმართვას დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე.

რომან გოცირიძის აზრით, ზურაბიშვილი ითვალისწინებს როგორც სინოდის, ასევე ივანიშვილის მოთხოვნებს.

„სალომე ზურაბიშვილი, რა თქმა უნდა, გაითვალისწინებს სინოდის მიმართვას გიორგი მამალაძის შეწყალებაზე. ზურაბიშვილი ითვალისწინებს როგორც სინოდის, ასევე ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნებს. ამიტომ იგი ახლა ელოდება მეორე დასტურს და შეიწყალებს. ცოტა პოზას დაიჭერს, მაგრამ შეიწყალებს. მას უნდა ახსოვდეს, რომ 4 ათასამდე განცხადებაა შესული შეწყალებაზე, მან მთლიანად მოშალა ეს პროცესი და პარალიზებულია,“ - განაცხადა გოცირიძემ.

ამავე თემაზე