2019-11-05 16:16:44
ხელისუფლებაზე გული მერევა, ილუზიები ნუ ექნებათ, ამას რა მოჰყვება, დავინახავთ! - მაჩალიკაშვილი

ხელისუფლებაზე გული მერევა, ილუზიები ნუ ექნებათ, ამას რა მოჰყვება, დავინახავთ! - ასე ეხმაურება "ტვ პირველთან" საუბრისას პანკისის ოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი გავრცელებული ინფორმაციას, რომლის თანახმად, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე, შესაძლოა, პროკურატურამ დახუროს.

“სპეცრაზმელებთან დანაშაული ჩაიდინეს თუ არა, ჩემთვის იმას არ ნიშნავს…ეს მესამეხარისხოვანია. პირველი და მეორე ხარისხოვანია სახელმწიფო და მოვითხოვ სახელმწიფომ აღიაროს დანაშაული. ამ ხელისუფლებაზე მე გული მერევა. ყოველთვის ვიძახდი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში სამართალს ვერ მივაღწევ. პროკურატურასთან კომუნიკაცია არ გვქონია არც მე და არც ჩემს ადვოკატებს. ისინი, როგორც ყოველთვის, სირაქლემას პოზიციაში არიან ხან ერთს აბრალებენ, ხან-მეორეს აბრალებენ, მაგრამ როგორც ასეთი, რომ გამოძიება რომ შეწყვიტონ, სახელმწიფოს მხრიდან არ გამოკვეთილა. ხალხი, რომელიც ჩემს გვერდით დგას და იბრძვის სამართლისთვის, ამას არ დავუშვებთ. როგორც ასეთი, შემაჯამებელი დასკვნა მე მჭირდება. თემირლანს დაადანაშაულებენ თუ გაამართლებენ, ეს მე მჭირდება სტრასბურგისთვის. ამას ველოდები. ხელისუფლებას ილუზიები ნუ ექნება, ამას რა მოჰყვება, დავინახავთ!”-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ამავე თემაზე