2019-11-05 15:58:09
ორი ვეტერანი პარლამენტში ირაკლი სესიაშვილთან შეხვედრას ითხოვს

ხმაური საკანონმდებლო ორგანოში - ომის ვეტერანები, ლაშა ქანთარია და ბადრი შუბლაძე პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილთან შეხვედრას ითხოვენ. 

მათი განცხადებით, ირაკლი სესიაშვილთან შეხვედრის მიზანი სოციალური პრობლემებია, კერძოდ, ქანთარია და შუბლაძე ითხოვენ, რომ ვეტერანების სოციალური პაკეტი გაუმჯობესდეს, მათ შორის, დაფინანსების თვალსაზრისით.

„ომის ვეტერანები ვართ და ღირსეულ ცხოვრებას ვითხოვთ“,  განაცხადა ქანთარიამ.

როგორც პარლამენტში აცხადებენ, ირაკლი სესიაშვილი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება.  

ამავე თემაზე