2019-11-05 15:33:24
სიდედრი ოჯახის წევრი არ არის - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი 

სიდედრი ოჯახის წევრი არ არის, - განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ლაშა ქოჩიაშვილმა. 

აღნიშნული განცხადება კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას შეკითხვის შემდეგ გააკეთა.

ბოკუჩავამ კომიტეტის სხდომაზე, აღნიშნა რომ კანდიდატის ოჯახის წევრს, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ შემოწირულობა აქვს გაკეთებული და ჰკითხა, ისიც ხომ არ იზიარებს აღნიშნულ პოზიციას.

ქოჩიაშვილის განცხადებით, შემოწირულობა მისი ოჯახის წევრს არ აქვს გაკეთებული.

„სიდედრი ოჯახის წევრი არ არის. ფიქრია კამლაძეს აქვს გაკეთებული შემოწირულობა, როგორც შემდეგ გახდა ჩემთვის ცნობილი. იგივე წარმატებით, შეიძლება თქვენს ნათესავსაც ჰქონდეს შეწირულობა გაკეთებული და არ იცოდეთ. ეს არაფერზე არ მიუთითებს“, - განაცხადა ქოჩიაშვილმა.

ბოკუჩავას კითხვაზე, ხომ არ იზიარებს ქოჩიაშვილი მისი ოჯახის წევრის პოლიტიკურ გემოვნებას, მოსამართლეობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ეთიკის კოდექსის 21-ე და 27-ე მუხლები უკრძალავს მას ამგვარ გამოსვლებს რომელიმე პოლიტიკური მხარის მიმართ, რათა საზოგადოებამ არ ჩათვალოს მიკერძოებად.

ამავე თემაზე