2019-11-05 14:05:10
უზენაესის კანდიდატი ქოჩიაშვილი ფიქრობს, რომ უზენაესის გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს შეუძლია შეცვალოს

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები დღეს რიგით მეჩვიდმეტე კანდიდატს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს, ლაშა ქოჩიაშვილს უსმენენ.

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი, ლაშა ქოჩიაშვილი ამბობს, რომ ქვედა ინსტანციის მოსამართლეს, დოკუმენტის/ხელშეკრულების კანონიერებაზე უზენაესის გადაწყვეტილების შეცვლა შეუძლია. ის იქვე აღნიშნავს, რომ "ამას აფასებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით". დღეს, 5 ნოემბრის საკომიტეტო მოსმენაზე შესაბამისი კითხვა ევროპული საქართველოს დეპუტატმა გიგა ბოკერიამ დასვა.

ამავე თემაზე