2019-11-05 13:27:50
მარტვილის ეპარქიიდან მეუფე პეტრეს ძაღლები გააჩუქეს

ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიიდან ორი ძაღლი - აზიური ნაგაზი "ბასარა" და ინგლისური ბულდოგი "ლორდი" მეუფე გრიგოლის ნებართვით გააჩუქეს. შინაური ცხოველები ჟურნალისტმა და ოპერატორმა წაიყვანეს.  მეუფე პეტრემ ეპარქიიდან მხოლოდ ერთი ძაღლის, კანე კორსოს წაყვანა შეძლო. კიდევ ერთი ძაღლი გერმანული ნაგაზი კი ბერებმა მონასტერში წაიყვანეს. 

ჭყონდიდის რეზიდენცია, მღვდელმთავრობიდან განყენებული მეუფე პეტრე ცაავასთან ერთად, მონაზვნებმაც დატოვეს.

 

 

ფოტო: ,,რადიო ათინათი"  

 

ამავე თემაზე