2019-11-04 18:29:21
ზოგი ამბობს ,,დაგვიმტკიცოსო" მეუფე პეტრემ... გულის სიღრმეში ყველა ხალისობს ,,ეს რა კარგი ამბავიაო"- მეუფე ანდრია სარია

მღვდელმონაზონი ანდრია სარია, სოციალურ ქსელში საპატრიარქოში ბოლოდროინდელს ამბებს ეხმაურება. როგორც მამა ანდრია წერს, ქვეყანა წალეკა სიცრუის ჟინით შეპყრობილმა ადამიანებმა. 

"პირველი რადიო" მღვდელმთავარ ანდრია სარიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"როდესაც ტაძარში სიწმინდის საძიებლად მივედი მხოლოდ ერთადერთი მიზანი მქონდა, გადამერჩინა საკუთარი თავი და არ მეფიქრა სხვის ცოდვებზე. ხმალამოღებული ვიცავდი ცოდვაში მხილებულ სასულიერო პირებს და ლამის ,,ძროხაც" კი წმინდანი მეგონა. გავიდა დრო, სწავლა დავიწყე სემინარიაში სადაც ვნახე სიბინძურის ნიაღვარი, რაც მანამდე თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია. გადავიარე მრავალი ბრძოლა საკუთარ თავთან და სხვებთან იმის დასამტკიცებლად, რომ სიყვარული და სამართლიანობა უმთავრესია. ბავშობიდან ვერ ვეგუებოდი სიყალბეს, სიცრუეს, ავანტიურასა და მლიქვნელებს. მიყვარდა დაჩაგრულთა და დაწუნებულთაბგვერდით დგომა. არასდროს ყოფილა ქვეყნიური სიმეთე პრიორიტეტი და ეს ჩემი ბიოგრაფიიდანაც ადვილი დასანახია. ყველა სახის სოციალური ,,ცხოველი" მინახავს, რელიგიურიცა და პოლიტიკურიც. ქვეყანა წალეკა სიცრუის ჟინით შეპყრობილმა ადამიანებმა. რაც ამ ბოლო წლებში ვნახე და ვიწვნიე მან ბევრად მოტივირებული გამხადა და უფლის სიყვატულშინგამაძლიერა. ვხედავ ადამიანებს, ღმერთი არ სწამთ და ამტკიცებენ ბარაბა ქრისტეაო და ცოდვაში მცხოვრები წმინდანიო. ზოგი ამბობს ,,დაგვიმტკიცოსო" მეუფე პეტრემ, რასაც ისედაც ითხოვდა მისი მეუფება სინოდზე. გულის სიღრმეში ყველა ხალისობს ,,ეს რა კარგი ამბავიაო", გარეგნულად კი ფარისევლურ იერს ინარჩუნებენ ის ადამიანი ვინც ცოდვაში მყოფის წმინდანობას ამტკიცებენ. სინანული დიდი იარაღია და ვიმედოვნებ უფრო დაკონკრეტებული ნაბიჯებისნგადადგმა არ მოგვიწევს იმისათვის, რომ ფარდა თავისთავად ჩამოიხსნას. რკინის ფარდა ჩამოიხსნა და ,,რბილი" ფარდის მიღმა ჩრდილებმა ისედაც გვიჩვენეს ცოდვის ,,ხელოვნება". ძლიერი სუნი წლებია გვაწუხებს.

ცნობისთვის, მღვდელმონაზონი ანდრია სალია, დეკანოზ პეტრე ცაავასთან დაახლოებული პირია. 


 

ამავე თემაზე