2019-11-04 17:24:25
ფასების ზრდის ტემპი ლარის გაუფასურების ფონზე დაჩქარდა - კობა გვენეტაძე

ფასების ზრდის ტემპი ლარის გაუფასურების ფონზე დაჩქარდა - ამის შესახებ განცხადება, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ გააკეთა.  მისი თქმით, ინფლაციის ამჟამინდელი მაჩვენებელი, ძირითადად, ლარის კურსის გაუფასურებამ განაპირობა.

„ბოლო პერიოდში ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე, ფასების ზრდის ტემპი დაჩქარდა. საპასუხოდ, ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, რაც იქამდე გაგრძელდება, სანამ არ ამოიწურება გაცვლითი კურსის გაუფასურების ეფექტი ფასების ზრდაზე. ჩვენი პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მარტიდან შემცირებას დაიწყებს, წლის მეორე ნახევარში ჩამოცდება მიზნობრივ მაჩვენებელს, შემდგომ კი თანდათან ქვემოდან მიუახლოვდება მას“, - განაცხადა კონა გვენეტაძემ. 

ამავე თემაზე