2019-11-04 11:50:17
დათუნა სულიკაშვილის ახალი კოლექცია ფრანგულმა „ვოგმა“ საკუთარ ვებსაიტზე გამოაქვეყნა (ვიდეო)

დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა ჩვენება თბილისის, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში გამართა. 

„მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე“ ერთ-ერთი გამორჩეული ჩვენება დათუნა სულიკაშვილმა, თბილისის სიმფონიური ორკესტრის, სახელმწიფო კაპელისა და მაესტრო ვახტანგ კახიძის, მუსიკალური ჰანგების ფონზე გააკეთა. კლასიკური კოლექცია, სადაც შავი ფერი დომინანტი გახლდათ, ქალებისა და მამაკაცებისთვისაა განკუთვნილი. პოდიუმზე ნახავდით მამაკაცებს დიდი ქუდებით და კაბით, ქალბატონებს კი "ოვერსაიზ" ტიპის კაბებით, პიჯაკებითა და ზედებით. კოლექციაში გამოყენებული წამყვანი მატერია ხავერდი გახლავთ.

დათუნა სულიკაშვილის ახალი კოლექცია ფრანგულმა „ვოგმა“ საკუთარ ვებსაიტზე გამოაქვეყნა. მასალაში გამოქვეყნებული პროფესიონალური ფოტოები ჩვენებიდან სწორედ „ვოგის“ ფოტოგრაფს ეკუთვნის.

ჩვენება ქართველმა პრიმაბალერინამ, ნინო ანანიაშვილმა დახურა.     


 

 


 

ამავე თემაზე