2019-11-01 19:22:09
ზურაბ აბაშიძესთან დიალოგს პრაღაში კვლავ გრიგორი კარასინი გააგრძელებს - მარია ზახაროვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან დიალოგს კვლავ გრიგორი კარასინი გააგრძელებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

„რუსეთის ხელისუფლების დავალებით, ბატონი კარასინი განაგრძობს ამ ფორმატით შეხვედრებში მონაწილეობას. პრაღაში მორიგი შეხვედრა სავარაუდოდ ნოემბრის ბოლოს გაიმართება“, – განაცხადა ხაზაროვამ რუსულ მედიასთან საუბრისას.

რუსეთის პრეზიდენტმა გრიგორი კარასინი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან სექტემბრის დასაწყისში გაათავისუფლა. მისი ადგილი საგარეო უწყებაში ანდრეი რუდენკომ დაიკავა.

ამავე თემაზე