2019-10-30 18:33:11
თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციის განახლებას არ გამორიცხავს

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია განვაახლოთ - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიპ ერდორანი აცხადებს. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ანკარას შეუძლია სირიაში ოპერაცია განაახლოს, თუ ქურთების შეიარაღებული დაჯგუფებები სირია-თურქეთის საზღვარს კვლავ 30 კილომეტრით მიუახლოვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს. 

”ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ სირიაში სამხედრო ოპერაცია განვაახლოთ, თუ ტერორისტები თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრს მიუახლოვდებიან, ან სირიის სხვა რეგიონიდან შეტევებს განაგრძობენ”, -აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

გარდა ამისა, მან დასძინა, რომ თურქული არმია და პრორუსული სირიის ეროვნული არმიის დანაყოფები ოპერაცია “მშვიდობის წყაროს” ტერიტორიაზე, ყველა დაბომბვასა და შეტევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა 9 ოქტომბერს სირიაში სამხედრო ოპერაციის  დაწყების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ამ ოპერაციის მიზანი ქურთი მებრძოლებისა და “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაა, რომლებიც სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან მდებარე სასაზღვრო რაიონებში იმყოფებიან.

17 ოქტომბერს, თურქეთმა და შეერთებულმა შტატებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ანკარამ სირიაში  ქურთული ძალების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები შეაჩერა. 

 

ამავე თემაზე