2019-10-30 14:41:23
საკითხი ეხება ისეთ სკანდალურ თემას, რომელიც შეიძლება დავახასიათოთ, როგორც საეკლესიო გადატრიალება - გოცირიძე მეუფე იაკობის განცხადებაზე

საკითხი ეხება ისეთ სკანდალურ თემას, რომელიც შეიძლება დავახასიათოთ, როგორც საეკლესიო გადატრიალება - ასე ეხმაურება ჟურნალისტებთან საუბრისას, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე, მეუფე იაკობის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყების საკითხს.

“როდესაც ეკლესიის უმაღლესი იერარქი ამბობს ერთს და მინისტრები ამბობენ მეორეს, თავისთავად, ეს უკვე არის გამოძიების საგანი. რომელს დავუჯეროთ, ერთს თუ მეორეს? მითუმეტეს, იკვეთება აშკარად დანაშაულის ნიშნები. მითუმეტეს, საკითხი ეხება ისეთ სკანდალურ თემას, რომელიც შეიძლება დავახასიათოთ, როგორც საეკლესიო გადატრიალება, რომელსაც ხელისუფლება აწყობდა. ძალიან კარგად ვიცით ხელისუფლების კავშირი საპატრიარქოსთან, თუ როგორ დაიარებოდნენ საპატრიარქოში მინისტრები, პროკურორები და როგორ წყდებოდა დეკანოზ მამალაძის საქმე, არა სასამართლოში, არამედ საპატრიარქოს კულისებში. ამიტომ, ეს საკითხი უნდა იყოს გამოძიებული. თუკი ხელისუფლება არ გამოიძიებს, ფაქტობრივად, მათი მხრიდან დანაშაულის აღიარება იქნება”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამავე თემაზე