2019-10-30 13:28:11
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა პროექტი მივიდეს დასასრულამდე - ახვლედიანი

,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა პროექტი მივიდეს დასასრულამდე - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომელიც პარლამენტში დეპუტატების ნაწილს ხვდება. ახვლედიანის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ანაკლიის პროექტი შედგეს.

„ვიტოვებთ იმედს, რომ ისევ მთავრობასთან ერთად, რადგან სხვანაირად არ გამოვა, დავსხდებით და მოვილაპარაკებთ არსებული საკითხების გადასაჭრელად. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ანაკლიის პროექტი შედგეს. არ უნდა დაუშვას არც ერთმა მხარემ, რომ ეს პროექტი გადაიზარდოს იურიდიულ დავაში, საერთაშორისო იურიდიულ დავაში. ეს ნიშნავს, რომ პროექტი გაჩერდება გაურკვეველი ვადით და ქვეყნის საინვესტიციო გარემო უაღრესად დაზიანდება. ჩვენ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა პროექტი მივიდეს დასასრულამდე“, – განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ქვეყნის მომავლის, საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტი.

პარლამენტში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილის ინიციატივით იმართება. მას „ევროპული საქართველოს“ დეპუტატებიც ესწრებიან.   

ამავე თემაზე