2019-10-30 10:24:27
სასამართლო, მედია და არჩევენები - აშშ-ს მომავალი ელჩის გზავნილი და გაფრთხილება

ჩვენი ერთობლივი მუშაობა მიმართულია საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისკენ, რომ მან შეძლოს საკუთარი საზღვრების დაცვა, პარალელურად კი, ააშენოს განვითარებული, აყვავებული და ინტეგრირებული დემოკრატიული საზოგადოება. ჩემი დამტკიცების შემთხვევაში, ველოდები თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან ამ და სხვა პრიორიტეტებზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილმა, კელი დეგნანმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი იოლი არ ყოფილა და კიდევ ბევრია გასაკეთებელი ამ მიღწევების შესანარჩუნებლად და გასავითარებლად. ეს განსაკუთრებით ეხება პლურალისტული საკანონმდებლო ორგანოს წინ წაწევას, დამოუკიდებელ მართლმსაჯულების სისტემას, მედიის მრავალფეროვნებას და აქტიურ სამოქალაქო სექტორს. დემოკრატიის პრინციპებისა და კანონის უზენაესობისადმი ერთგულება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ჩემი დამტკიცების შემთხვევაში, მზად ვარ, ვიმუშავო ყველა პოლიტიკურ მოთამაშესთან საქართველოში, რათა დავრწმუნდე, რომ მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნები იქნება სამართლიანი და თავისუფალი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ამავე თემაზე