2019-10-29 17:31:12
ყველაფერი კანონის შესაბამისად გაკეთდება - თურნავა არ აკონკრეტებს, გადაეცემა თუ არა ბიძინა ივანიშვილს წყალტუბოში სახელმწიფო ქონება 1 ლარად

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა არ აკონკრეტებს, ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს გადაეცემა თუ არა წყალტუბოში სახელმწიფო ქონება 1 ლარად. 

კითხვაზე, შესაძლოა, თუ არა რომ ბიძინა ივანიშვილს ქონება 1 ლარად გადაეცეს, მინისტრი აცხადებს, რომ მას ეს არ უთქვამს და უბრალოდ აღნიშნა, რომ აქამდე მსგავს ინვესტორსაც ვერ პოულობდნენ, ვინც 1 ლარად იყიდდა წყალტუბოში მდებარე სანატორიუმებს. 

“რაც შეეხება ვადებს, პირობებს, ღირებულებას, ეს ის დეტალებია, რომლებიც შემდგომში დაზუსტდება, როდესაც მთლიანად კომპლექსურ გეგმას დავამუშავებთ, მაგრამ ახლავე მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი კანონის შესაბამისად გაკეთდება, ისე, რომ სახელმწიფო ინტერესი არ დაზარალდეს და სახელმწიფომ სარგებელი მიიღოს აქედან.

დღემდე ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრო მზად ვიყავით თუნდაც 1 ლარად გადაგვეცა რომელიმე ინვესტორისთვის, ოღონდ ამაში ფული ჩაედოთ. ახლა საუბარია, რომ მთელი ტეროტორია იქნება აღორძინებული. ესაა უდიდესი სარგებლის მომტანი პროექტი,“ - განაცხადა მინისტრმა.  

ამავე თემაზე