2019-10-29 13:16:01
ტრამპმა იმ ძაღლის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც ალ-ბაღდადის ლიკვიდაციაში მონაწილეობდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ტვიტერზე სამხედრო ძაღლის ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც ISIS-ის ლიდერის, აბუ ბაქრ-ალ ბაღდადის ლიკვიდაციის მიზნით ჩატარებულ ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა.  

"არაჩვეულებრივი ძაღლი (სახელი არ მჟღავნდება), რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ISIS-ის ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის დატყვევებასა და ლიკვიდაციაში", - წერს დონალდ ტრამპი. 

გავრცელებული ინფორმაციით, როდესაც ალ-ბაღდადიმ თავი გვირაბს შეაფარა, მას უკან ძაღლი დაედევნა. ტრამპმა თქვა, რომ ალ-ბაღდადიმ გვირაბის ბოლომდე მიაღწია, თუმცა სამხედრო ძაღლებმა ის დაატყვევეს. 

ძაღლი არმია Delta-ს ეკუთვნის, რომელმაც ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის ოპერაცია ჩაატარა. გავრცელებული ინფორმაციით, ძაღლი ოპერაციისას დაშავდა, თუმცა ის არმიას უკვე დაუბრუნდა.  

აშშ-ის პრეზიდენტმა ძაღლს "ლამაზი" და "ნიჭიერი" უწოდა, თუმცა ინფორმაცია მისი სახელის შესახებ გასაიდუმლოებულია. 

როგორც გამოცემა Newsweek-ი წერს, ძაღლს კონანი ჰქვია და ის ძუა.   


 

 

 

 

ამავე თემაზე