2019-10-22 19:29:47
იმ რეჟიმზე ბოროტი, რომელსაც თქვენ ემსახურებოდით, კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს, თქვენგან აქ მორალის კითხვას ვერავინ მოითმენს - კახიძე კოპალიანს 

იმ რეჟიმზე ბოროტი, რომელსაც თქვენ ემსახურებოდით, კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს, თქვენგან აქ მორალის კითხვას ვერავინ მოითმენს - ასე მიმართა, "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრს კარლო კოპალიანს. 

"თქვენ რომელ რეჟიმსაც ემსახურებოდით, ამ რეჟიმზე ბოროტი რეჟიმი კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს. კომუნისტური და ნაცისტური რეჟიმები ყველაზე დიდი ბოროტება იყო. როცა ამ რეჟიმმა ამ შენობის წინ ქართველი ახალგაზრდების ხოცვა-ჟლეტვა მოაწყო ნიჩბებით, 1989 წლის 9 აპრილს, თქვენ ამის შემდეგ ამ პარტიის უმაღლეს პარტიულ გორკის სკოლაში შებრძანდით, თქვენგან აქ მორალის კითხვას ვერავინ მოითმენს,"- მიმართა კახიძემ კოპალიანს.

თავის მხრივ, კოპალიანმა კახიძეს უპასუხა, რომ ის ფაშისტური რეჟიმის წარმომადგენელია.

"თქვენ ხართ ფაშისტური რეჟიმის წარმომადგენელი. კომუნისტური რეჟიმი "ნაციონალურ მოძრაობას" სჯობდა, შედარება არ შეიძლება,"- მიმართა კოპალიანმა ოთარ კახიძეს.

ამავე თემაზე