2019-10-22 18:29:47
მე არ დავიწყებ თქვენი ცხოვრების განხილვას ისე, როგორც თქვენ ჩემსას იხილავთ - მიქაუტაძე გოგიჩაიშვილს

მე არ დავიწყებ თქვენი ცხოვრების განხილვას ისე, როგორც თქვენ ჩემსას იხილავთ - ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა გიორგი მიქაუტაძემ დამოუკიდებელ დეპუტატს ლევან გოგიჩაიშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. მიქაუტაძის თქმით, ის მისი კარიერის ყველა დღეზე პასუხისმგებელია, როგორც პროკურატურაში, ასევე სასამართლოში.

„მე არ დავიწყებ თქვენი ცხოვრების განხილვას ისე, როგორც თქვენ ჩემსას იხილავთ. დარწმუნებული ვარ, ათასი სირთულე გექნებათ გადალახული, სანამ მოხვედით დეპუტატობამდე. ასე რომ, ყველა დღეზე ჩემს კარიერაში პასუხისმგებელი ვარ, პროკურატურაში მათ შორის და მათ შორის სასამართლოში და პირნათელი ვარ ჩემი სამსახურის წინაშე, რომელიც შესრულებული მაქვს და ასეთი საუბარი თქვენი არჩევანია. მე ნამდვილად არ მივცემ ჩემს თავს იმის უფლებას, რომ მსგავსი ტონით გიპასუხოთ,“- განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.    

ამავე თემაზე