2019-10-22 17:47:26
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილმა და დაჩი ბერაიამ იკამათეს (ვიდეო)

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ, დეპუტატებმა იკამათეს. ერთმანეთს ლევან გოგიჩაიშვილი და დაჩი ბერაია დაუპირისპირდნენ. კამათი თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ვატო შაქარიშვილისთვის კითხვის დასმის უფლების მინიჭების საკითხს მოჰყვა.

ერთმანეთს სიტყვიერად ასევე  დაუპირისპირდნენ დეპუტატები ლევან გოგიჩაიშვილი და დაჩი ბერაია. გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ სწორედ ამ მოსამართლის გამო მიესაჯა ვატო შაქარიშვილს სასჯელი და მას უნდა მისცემოდა კითხვის დასმის საშუალება. ბერაიამ განაცხადა, რომ საქმიან პროცესში უნდა მომხდარიყო კომიტეტის სხდომის გაგრძელება. მისი გაღიზიანება გოგიჩაიშვილის იმ განცხადებამ გამოიწვია, როდესაც მან თქვა, რომ ბერაია იმ პერიოდში ჩირგვებში იმყოფებოდა.

ამავე თემაზე