2019-10-22 17:39:22
მიქაუტაძე ის მოსამართლეა, რომელმაც პოლიტიკური მოტივით, ორთვიანი პატიმრობა მომისაჯა - შაქარაშვილი

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის ვატო შაქარაშვილის განცხადებით, გიორგი მიქაუტაძე ის მოსამართლეა, რომელმაც 2012 წელს, პოლიტიკური მოტივით, ორთვიანი ადმინისტრაციული სასჯელი, მხოლოდ პოლიტიკური მოტივით შეუფარდა. 

„ველოდები რომ შესვლის შესაძლებლობა მომეცეს, რათა კითხვა დავუსვა მოსამართლეს, ადამიანს, რომელმაც 2012 წლეს, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით მომისაჯა ორთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა. აქაც წერტილი ესმება "ქართული ოცნების" ერთ-ერთ მთავარ და ძირითად არგუმენტს, თითქოს გამჭვირვალე ღია პროცესია. პარლამენტში შემოსვლისთვის კი ცხრა ბარიერი გადავლახე,“ - განაცხადა შაქარაშვილმა.

სხდომათა დარბაზში შესვლას მოითხოვდა დღეს უზენაესი საბჭოს წევრი ანა დოლიძეც, რომელსაც მანდატურებმა ასევე არ მისცეს შესვლის საშუალება და აივანზე ადგილის დაკავებისკენ მოუწოდეს. დოლიძემ აღნიშნულ შეთავაზებაზე უარი თქვა და პარლამენტი პროტესტის ნიშნად დატოვა. 

ამავე თემაზე