2019-10-22 16:39:28
ულტიმატუმის ენა მიუღებელია და არავის არ წაადგება. არც თვითონ მთავრობას და არც ანაკლიის პროექტს - ახვლედიანი

არის კონკრეტული საკითხები და დაბრკოლებები, რომლებიც გადასაჭრელია და მხოლოდ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ვერ გადაჭრის - ამის შესახებ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალური დირექტორმა ლევან ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ახვლედიანის თქმით, პროექტს სჭირდება მთავრობის მხარდაჭერა, ინვესტორების დაპატიჟება და ბანკების მიერ წამოყენებული მოთხოვნების გადაჭრა. 

"თუ ეს საკითხები გადაიჭრება, ჩვენ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ვიღებთ ვალდებულებას, რომ პროექტს შევკრავთ და ბოლომდე მივიყვანთ. არის კონკრეტული საკითხები და დაბრკოლებები, რომლებიც გადასაჭრელია და მხოლოდ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ვერ გადაჭრის. საჭიროა მთავრობასთან ერთად ერთობლივი მუშაობა და მთავრობის მხრიდან ამ პასუხისმგებლობის არიდება სწორად არ მიმაჩნია. უკვე არის საუბრები შეხვედრასთან დაკავშირებით, ვიმედოვნებ, რომ იქნება კონსტრუქციული შეხვედრები და მოვახერხებთ კონკრეტული საკითხების გადაჭრას,"-აღნიშნა ახვლედიანმა.  

ამავე თემაზე