2019-10-22 15:21:32
ახლა კი არ უნდა დაკითხულიყვნენ საკვანძო მოწმეები, არამედ გაცილებით ადრე უნდა გაეკეთებინა ეს გამოძიებას - კახიძე

ახლა კი არ უნდა დაკითხულიყვნენ საკვანძო მოწმეები, არამედ გაცილებით ადრე უნდა გაეკეთებინა ეს გამოძიებას - ასე ეხმაურება, “ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე, გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის ვახტანგ გომელაურის, მისი ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიმაკაძის დაიკითხვას.

“ევროპული საქართველოსთვის” ამ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ორი წელია გამოძიება მიმდინარეიბს და ოჯახს დღემდე პასუხი არ აქვს-რა მოხდა, ვინმეს მიუძღვის თუ არა ბრალი თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაში და ზოგადად ვინ დაგეგმა ეს ოპერაცია, რამდენად ლეგიტიმური იყო ოპერაციის დაგეგმვა, ვინ გასცა ბრძანება, რომ სპეცრაზმი სახლში შესულიყო, როგორ მოხდა სასიკვდილი გასროლა. ამ კითხვებზე პასუხი არ არის გაცემული, მიუხედავად იმისა, რომ ორი წელია გამოძიება მიმდინარეობს. ახლა კი არ უნდა დაკითხულიყვნენ საკვანძო მოწმეები, არამედ გაცილებით ადრე უნდა გაეკეთებინა ეს გამოძიებას. თუ ხელისუფლებას და პროკურატურას ნება არ აქვს დადოს შედეგი და გამოძიება ჩაატაროს, მაშინ სრულიად ლეგიტიმურია საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა. “ევროპული საქართველო” ხაზს უსვამს, რომ დროულად დადონ შედეგები და თუ გამოძიების უნარი არ შესწევთ ან ნება არ აქვთ, მაშინ ამ საქმეს მიხედავს საქართველოს პარლამენტი”,- განაცხადა ოთარ კახიძემ.

ამავე თემაზე