2019-10-22 14:55:51
ვფიქრობ, რომ საქართველში არაფორმალური მმართველობის ნიშნები არ არის - მიქაუტაძე

ვფიქრობ, რომ საქართველში არაფორმალური მმართველობის ნიშნები არ არის, - ასე უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლობის თავმჯდომარემ, გიორგი მიქაუტაძემ რომან გოცირიძის კითხვას, არის თუ არა საქართველოში არაფორმალური მმართველობის ნიშნები.  

რომან გოცირიძე: რას ნიშნავს თქვენთვის ცნება "არაფორმალური მმართველობა" და არის თუ არა მისი ნიშნები საქართველოში?

გიორგი მიქაუტაძე: არაფორმალური მმართველობა ჩემთვის ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირი არ არის უფლებამოსილი, რომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება, ანუ უფლებამოსილების გადამეტებით იღებს გადაწყვეტილებებს. 

რომან გოცირიძე: არის თუ არა საქართველოში არაფორმალური მმართველობის ნიშნები?

გიორგი მიქაუტაძე: მე ვფიქრობ, რომ არ არის. 

რომან გოცირიძე: ბახტაძე ვინ დანიშნა და ვინ გაათავისუფლა? მისი წინამორბედი კვირიკაშვილი ვინ დანიშნა და ვინ გაათავისუფლა? ირაკლი ღარიბაშვილი ვინ დანიშნა და ვინ გაათავისუფლა? ვინ ნიშნავს საქართველოს მთავრობას და მის მეთაურს საქართველოს კონსტიტუციით? 

გიორგი მიქაუტაძე: წარმოადგენს პოლიტიკური ძალა, ვინც გაიმარჯვა არჩევნებში ასეთია, ხომ ახალი კონსტიტუციის ჩანაწერი და შემდეგ ნდობას უცხადებს საქართველოს პარლამენტი. ასეთი მოწესრიგებაა. 

ამავე თემაზე