2019-10-22 14:40:55
თქვენ ხართ არსენა მარაბდელის მოსამართლე, რომელმაც ვაჭარს წაართვა ქონება და ღარიბებს დაურიგა, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებდით? - მიქაუტაძის პასუხი 

თქვენ ხართ არსენა მარაბდელის მოსამართლე, რომელმაც ვაჭარს წაართვა ქონება და ღარიბებს დაურიგა, როგორ გადაწყვეტილებას მიიღებდით? - ამ კითხვით მიმართა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გიორგი მიქაუტაძეს

რომან გოცირიძე: თქვენ ხართ არსენა მარაბდელის მოსამართლე, რომელმაც ვაჭარს წაართვა მთელი თავისი ქონება და ღარიბებს დაურიგა. მოვიდა საქმე თქვენთან… არსენა მარაბდელი გიზით წინ. როგორ გადაწყვეტილებას მიიღებდით?

გიორგი მიქაუტაძე: თუ დამნაშავე იქნებოდა, გამამტყუნებელს.

გოცირიძე: არის დამნაშავე არსენა, რომელმაც ვაჭარს წაართვა ქონება?

მიქაუტაძე: თუ უკანონოდ წაართვა დამნშავეა… დანაშუალებრივი გზით მოპოვებული ქონება როგორ განკარგა ბატონმა არსენამ, ამას არ აქვს მნიშვნელობა.

ამავე თემაზე