2019-10-22 13:14:34
კასპში არასრულწლოვანი დედის მიერ მოკლული 7 თვის ჩვილის მამას ბრალი წაუყენეს

მცირეწლოვანი ბავშვის დედის მიერ მკვლელობის გახმაურებულ საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გარდაცვლილი ბავშვის მამა, რომელიც ამ დრომდე დაზარალებულად იყო ცნობილი ბრალდებული გახდა. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით წარედგინა, რაც 16 წელს მიუღწეველ პირთან სექსუალურ კავშირს გულისხმობს და 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

მიხეილ დვალიშვილის ადვოკატის განცხადებით, საქმეზე სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება. ადვოკატი შუამდგომლობას ამზადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეზე აღკვეთით საერთოდ არ იყოს გამოყენებული.  

 

ამავე თემაზე