2019-10-22 12:44:45
რატომ არის ეს სიტუაცია შექმნილი?! რომ არ ანერვიულდეს გიორგი მიქაუტაძე, ვინმემ არ დაუსვას კითხვა, რომელიც მას ცოტას გააოფლიანებს - დოლიძე 

რატომ არის ეს სიტუაცია შექმნილი?! რომ არ ანერვიულდეს გიორგი მიქაუტაძე, ვინმემ არ დაუსვას კითხვა, რომელიც მას ცოტას გააოფლიანებს - ამის შესახებ განცხადება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ გააკეთა. დოლიძე პარლამენტში, მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძის მოსმენაზე არ შეუშვეს.

"საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებით არის დაკომპლექტებული მარცხენა ფლანგი და არიან დეპუტატები. რატომ არის ეს სიტუაცია შექმნილი?! ვითომ დემოკრატიული პროცესი, რომ არ ანერვიულდეს გიორგი მიქაუტაძე, ვინმემ არ დაუსვას კითხვა, რომელიც მას ცოტას გააოფლიანებს. ეს ახლა ვინმეს დემოკრატიად მიაჩნია? რომ იუსტიციის საბჭოს წევრი, რომელსაც ნანახი აქვს ეს პროცესი თავიდან ბოლომდე და ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქე, მე და ბატონი მოვედით აქ, არ გვიშვებენ დარბაზში? ძალიან სასაცილოა ეს ამბავი და ძალიან ბევრჯერ მაქვს ნანახი. "მალიორკაზე" დაჯდეს თვითონ აპარატის უფროსი და ირაკლი კობახიძე მოისვას გვერდზე" - განაცხადა ანა დოლიძემ.

ამავე თემაზე