2019-10-22 12:13:11
თქვენ ფეხებზე დაიკიდეთ თქვენივე დადგენილი წესი - ბოკერია მიქაუტაძეს

ჩემი გაგებით ეს არის ფეხებზე დაკიდება თქვენივე ორგანოს მიერ მიღებული წესის, - ამ სიტყვებით მიმართა დეპუტატმა გიგა ბოკერიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გიორგი მიქაუტაძეს და დაინტერესდა, თუ რატომ წარადგინა მხოლოდ ორი რეკომენდაცია, როდესაც საბჭოს მიერ მოთხოვნილი იყო სამი რეკომენდატორის წერილის წარდგენა. 

„საბჭომ დაადგინა წესი, რომ უნდა წარედგინათ სამი რეკომენდატორი, თქვენ კი წარადგინეთ ორი. ვერ იპოვეთ მესამე რეკომენდატორი თუ დაიკიდეთ. თუ იფიქრეთ, რომ მაინც გაგივათ.  თუ მესამე რეკომენდატორი ვერ იპოვეთ, თქვით და შევალთ თქვენს მდგომარეობაში. აქ ერთი კანდიდატი გვყავდა ლექტორი ვერ დაასახელა, ამიტომ არც ეგ გამიკვირდება. ან ვერ იპოვეთ, ან ფეხებზე დაიკიდეთ თქვენივე დადგენილი წესი, რომელია ამათგან“, - მიმართა ბოკერიამ მიქაუტაძეს, რომელმაც თავის მხრივ უპასუხა, რომ არც ერთი, თუმცა შემდგომი განმარტების მოსმენა, თავად ბოკერიამ არ ისურვა და დასძინა, რომ მისი გაგებით მიქაუტაძის საქციელი, მისივე დადგენილი წესის ფეხებზე დაკიდებაა.   

 

ამავე თემაზე