2019-10-22 11:23:03
"ცივი ნიავი არ მიეკაროს მიქაუტაძეს და არ აგვინერვიულდეს" - დოლიძე მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძესთან გასაუბრებაზე არ შეუშვეს

ცივი ნიავი არ მიეკაროს მიქაუტაძეს და არ აგვინერვიულდეს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე,  ცოტა ხნის წინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მივიდა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ. მას პარლამენტის მანდატურის სამსახურმა შესთავაზა, მიქაუტაძის გამოსვლისთვის მოესმინა სხდომათა დარბაზის აივნიდან, რაც დოლიძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და მან საკანონმდებლო ორგანო დატოვა.

„მოვედი სხდომაზე დასასწრებად, ვარ იუსტიციის საბჭოს წევრი და საქართველოს მოქალაქე. სხდომა არის საჯარო, დარბაზი გამოტენილია აპარატის თანამშრომლებით, რათა მოქალაქეები არ დასხდნენ დარბაზში, პატარა დისკომფორტი, ცივი ნიავი არ მიეკაროს გიორგი მიქაუტაძეს და არ აგვინერვიულდეს. ამისთვისაა ეს ფასადური პროცესი. მანდატურის სამსახურის უფროსს მოვთხოვე, ააყენონ აპარატის რომელიმე თანამშრომელი და დასვან საქართველოს მოქალაქე“, - განაცხადა უსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამავე თემაზე