2019-10-22 11:18:43
ნეიროქირურგიული ოპერაციები საქართველოში უკვე უახლესი ციფრული ეგზოსკოპით ჩატარდება

ახალი თაობის ეგზოსკოპი( ციფრული მიკროსკოპი) უკვე საქართველოშია,  მსოფლიოს წამყვანი ორი კომპანიის ოლიმპუსის და სონის კოლაბორაციის პროდუქტი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში. აღმოსავლეთ ევროპის და პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო, პირველია სადაც უახლესი ტექნოლოგიის ციფრული ეგზოსკოპი დაიდგა.

კომპანია ოლიმპუსის მხარდაჭერით ცენტრალური საავადმყოფოში  ფუნქციონირებას იწყებს  გადამზადების სასწავლო ცენტრი ნეიროქირურგ გოგი მაღალაშვილის ხელმძღვანელობით, სადაც დარგის ქართველი და უცხოელი სპეციალისტები შემდგომი თაობის აპარატურასთან ,მუშაობისთვის საჭირო გადამზადების სრული კურსი.

ნატიფ სტრუქტურებზე უნიკალური სამუშაოების შესრულება, წარმოადგენს აღნიშნული საოპერაციო სისტემის უპირატესობას სხვა მანამდე არსებული მიკროსკოპისგან განსხვავებით, რაც განაპირობებს ნეიროქირურგიული ოპერაციების მკვეთრი სიზუსტით შესრულებას და მაქსიმალურ შედეგებს.

აღნიშნული საოპერაციო სისტემის მეშვეობით უკვე არაერთი ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩატარდა, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ნეოროქირუგიულ განყოფილებაში პროფესორ გოგი მაღალაშვილის ხელმძღვანელობით.

„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოში არსებული თანამედროვე სტანდარტების ნეიროქირურგიული ცენტრი გოგი მაღალაშვილის ხელმძღვანელობით წლებია ფუნქციონირებს სწორედ ამ დეპარტამენტში დაინერგა პირველად ამიერკავკასიაში, ნეირომონიტორინგის სისტემა, რისი მეშვეობითაც ხდება ინტრაოპერაციული მონიტორინგის წარმოება რაც მნიშვნელოვანია პოსტოპერაციული ტრამვების შესამცირებლად. ასევე კლინიკაში ფუნქციონირებს ინსულტის ცენტრი ცენტრი, რომელიც დაკომპლექტებულია წამყვანი ნეიროქირურგებით და ნევროლოგებით სადაც პაციენტებს ვთავაზობთ მკურნალობის და მართვის ყველა იმ თანამედროვე მეთოდებს რაც დანერგილია მსოფლიოს წამყვან სამედიცინო ცენტრებში.

ამავე თემაზე