2019-10-22 10:36:31
საშინაო საფრთხეებიდან ყველაზე დიდი საფრთხე დღეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაა - სანიკიძე

საშინაო საფრთხეებიდან ყველაზე დიდი საფრთხე დღეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაა - ამის შესახებ განცხადება, “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა”-ში საუბრისას გააკეთა. 

“თრუსოს ხეობაზეც ველოდოთ არასასიამოვნო სიურპრიზებს. მიერთების ე.წ. გეგმა რუსებს აქვთ. გორსაც თავისად თვლიან. არიან ასეთი ოსი ე. წ. ექსპერტები. როცა საგარეო საფრთხეები გაქვს, პირველ რიგში საშინაო საფრთხეებს უნდა მიხედო. საშინაო საფრთხეებიდან ყველაზე დიდი საფრთხე დღეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებაა. ეს არის ყოველგვარი გადაჭარბებისა და სუბიექტივიზმის გარეშე”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ამავე თემაზე