2019-10-22 10:29:29
რატომ “აპრავებთ” “ოცნებას”, არ დაიღალეთ იმ 9 წელზე ლაპარაკით? ამ დარბაზში არცერთი არ ლაპარაკობდით ამაზე ჩემზე მეტად - სანიკიძე 

რატომ “აპრავებთ” “ოცნებას”, არ დაიღალეთ იმ 9 წელზე ლაპარაკით? ამ დარბაზში არცერთი არ ლაპარაკობდით ამაზე ჩემზე მეტად - განაცხადა “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ “ტვ პირველის” გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა".

“აქ ომს არავინ არ აპირებს. აპირებს ღირსეულ ქმედებას და ღირსეულ მოქმედებას. დღევანდელ საქართველოს არავინ არ სცემს პატივს, მათ შორის არც მტრები. რატომ “აპრავებთ” “ოცნებას”. არ დაიღალეთ იმ 9 წელზე ლაპარაკით? ამ დარბაზში არცერთი არ ლაპარაკობდით ამაზე ჩემზე მეტად. ხვალინდელზეა ლაპარაკი. რა ვუშველოთ ყველას?! რომ იძახით შენ “ნაციონალი” ხარ? დიაგნოზებს რომ სვამთ, ვინ მოგცათ ამის უფლება?! დათო ქაცარავა არის მებრძოლი ერისთავი. წადით ჰკითხეთ იმ თქვენი “ოცნების” ხელისუფლებას, ისინი რას აკეთებენ, ამ კაცს (დავით ქაცარავა) რას ეკითხებით?! ეს კაცი აკეთებს, ღამე არ გვაძინებს, გვაწუხებს სინდისივით. ხანდახან გვრცხვენია და რაც უფრო ხშირად შეგვრცხვება ქართველებს, მით უკეთესი იქნება ჩვენი შვილების მომავლისთვის. დამთავრდა, საბჭოთა კავშირი ყველამ რომ მოინდომოს, მაინც აღარ გამოვა”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ამავე თემაზე