2019-10-22 10:21:12
ლინგვისტური ანალიზიდანაც ჩანს, რომ ის, არათუ გახარიას, არამედ პირდაპირ ივანიშვილის კარნახითაა დაწერილი - უგულავა ე.წ მუქარის წერილზე

ლინგვისტური ანალიზიდანაც ჩანს, რომ ის, არათუ გახარიას, არამედ პირდაპირ ივანიშვილის კარნახითაა დაწერილი - ამის შესახებ განცხადება, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ,  პალიტრანიუსის გადაცემაში "360 გრადუსში საუბრისას გააკეთა.

"ჩემთვის, თვითონ წერილის ლინგვისტური ანალიზიდანაც ჩანს, რომ ის, არათუ გახარიას, არამედ პირდაპირ ივანიშვილის კარნახითაა დაწერილი. საოცარი ფრაზებია, რომლებსაც მხოლოდ ივანიშვილი ხმარობს." - განაცხადა უგულავამ.

უგულავას თქმით, მას არ აქვს იმედი, რომ პროკურატურა ამ საქმეს გამოიძიებს. მისივე შეფასებით, უჩვეულო არ იქნება, თუ წერილზე გიორგი გახარიას ანაბეჭდები აღმოჩნდება.

"გიორგი გახარია ივანიშვილის შუამავალია საზოგადოებასთან, ან ბიზნესთან ურთიერთობაში. ნებისმიერი პრემიერმინისტრი შუამავალია, ზოგი კარგი გამტარი ლითონია, ზოგი ნახევრად, ზოგი საერთოდ არ არის - არ ივარგა და გადააგდეს.",- ამბობს გიგი უგულავა პალიტრანიუსის გადაცემაში "360 გრადუსი".

ამავე თემაზე