2019-10-22 10:11:28
“ოცნებიდან” ვინ წავა რუსეთში სალაპარაკოდ? – “დასაბმელი გიჟი” სალომე, “ჭყინტი” თალაკვაძე თუ სამარცხვინო ზალკალიანი?!-გუბაზ სანიკიძე

“პერსონა დამისახელეთ დღევანდელი ხელისუფლებიდან, ვინც წავა რუსეთში სალაპარაკოდ. სალომე [ზურაბიშვილი]? “დასაბმელი გიჟია”. არ იცით რომ არის? გახარია? რომელიც არ ვიცით ვინ არის. პარლამენტის თავმჯდომარე ეს “ჭყინტი?” საგარეო საქმეთა მინისტრი? სამარცხვინო კაცი ჰყავს ქვეყანას! დავანებოთ თავი რომ კონცეფცია არც ჩვენ არ გვაქვს და არც მათ არ აქვთ. პერსონები მითხარით დღევანდელი ხელისუფლებიდან, ვის უშვებთ სალაპარაკოდ? – პუტინთან, ლავროვთან? შეჭამენ. ჩაის დააყოლებენ სულ ყველას კარაქიან პურზე. ჩამოთვლილებიდან რომელმა იცის საქართველოს გეოგრაფია ბოლოსდაბოლოს. ე.წ. სამხრეთ ოსეთი რომელი ქართულ პროვინციებს ესაზღვრება იციან? მისი ისტორია იციან? იქ სისხლია დაღვრილი – ქართველების და ოსების. ეს არის სერიოზული თემა, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით მოვა დრო პოლიტიკური ნების ქონის პირობებში, ჩვენ შევძლებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ოღონდ ამ ხელისუფლების პირბებში არა, ეს გამორიცხულია. სიმძიმის მიუხედავად დინამიკა მაინც ჩვენზე მუშაობს. აფხაზები და ოსები წავიდნენ თვითმკვლელობაზე და მალე მიხვდებიან. აფხაზეთის ერთი ძალიან სერიოზული ნაწილი ამას უკვე ხვდება”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ამავე თემაზე